იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს ანა აბაშიძეს უსმენენ. ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კანონმდებლებს თავისი ხედვა გააცნო, თუ როგორ აპირებს პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობას. ანა აბაშიძემ ძირითადი ყურადღება დაუთმო მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს, გადაჭრის გზებს და სასამართლოს მიმართ მის დამოკიდებულებას
