დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“
საპარლამენტო უმრავლესობა ცხელი ზამთრის ალბათობას არა ქვეყანაში, არამედ ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს. ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა შაბათის ქრონიკაში ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ დაანონსებილი რადიკალური ნაბიჯების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში შეხვედერებისას, არავინ ახსენებს მიხეილ სააკაშვილს და ეს თემაც აქტუალური მაშინ ხდება, როდესაც პოლიტიკოსები კომენტარების გაკეთებას იწყებენ. რაც შეეხება სააკაშვილის თანაპარტიელების განცხადებებს მოვლენების რადიკალიზაციასთან დაკავშირებით, ამილახვარი დაპირისპირებებს არა ქვეყანაში, არამედ პარტიაში ვარაუდობს.