"მშვიდობის ჰანგები წეროვანიდან"
მცხეთის კულტურის სახლმა, 2008 წლის აგვისტოს ომში, რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულებს უმასპინძლა. წეროვანში, დევნილ ოჯახებში მცხოვრებმა მოზარდებმა კონცერტი გამართეს. ღონისძიებას, წეროვანიდან ჩამოსულ ოჯახებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
