ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
იყო გეოგრაფიულად ისეთ არეალში, სადაც ბუნების ოთხი სეზონი ტურისტულ ოთხ სეზონს უდრის, მართლაც დიდი გამართლება და იშვიათობაა. საქართველო ასეთ იღბლიანებში ნამდვილად გამორჩეულია. ტურისტული აქტიურობისთვის ჩვენი ქვეყანა ზამთარშიც ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ზაფხულში. ამას თუნდაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2023 წელს ბაკურიანი სათხილამურო სპორტში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება. პარალელურად ქართული ტურისტული პოტენციალის დემონსტრირებას ბერლინში გამოფენაზე შევძლებთ, სადაც საქართველო მასპინძელი სტატუსის როლში გამოვა. ყველაფერი ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ტურიზმი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი შემოსავლიანი სექტორია. შტამბეჭდავია სტატისტიკაც, რომელსაც ახლა ტურისტულ გეგმებთან ერთად საბა ხვიჩია გაგვაცნობს.
