„ნაცმოძრაობა“ პროცესების რადიკალიზაციით იმუქრება
ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი პოლიტიკური არსენალიდან მორიგი ცხელი სეზონის დაანონსება დაიწყო. ირწმუნებიან, რომ პარტია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გამგზავრების მისაღწევად, ნებსმიერი სცენარისთვის ემზადება. სიტყვა ნებისმიერი, ჯერჯერობით ბუნდოვანია. ერთადერთი დეტალი, რაც ვიცით, ისაა, რომ აქციები მათ დღის წესრიგში დაბრუნდა. ვინ ამტკიცებს პარტიის ამ დღის წესრიგს, თავმჯდომარე თუ თავმჯდომარეობის კანდიდატები, ესეც გაუკრვეველია, რადგან პარტიაში ახლა ნამდვილად ცხელი სეზონი დგას. ხვალ, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ჩანიშნულ პოლიტსაბჭოზე უნდა გადაწყდეს, როგორ აირჩევენ ახალ თავმდჯომარეს. თამარ შარიქაძე უფრო მეტს გვეტყვის, ნაციონალური მოძრაობის დაუკონკრეტებელი გეგმების შესახებ.
