FEST I NOVA 2022-ის შემაჯამებელი გამოფენა
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფესტ აი ნოვა 2022-ის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი დაესწრო. ფესტივალის შემაჯამებელ გამოფენას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ წელს პირველად უმასპინძლა.
