იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენა
იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს. დეპუტატებმა დღეს შვიდ კანდიდატს მოუსმინეს. ძირითადი შეკითხვები მათ სამომავლო საქმიანობას შეეხო. გასაუბრება ორშაბათს ისევ განახლდება. იუსტიციის საბჭოში არა მოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა პროცესში მონაწილებას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იღებს. ცნობისთვის ხუთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 32 კანდიდატი იბრძვის.
