ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სხდომაზე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2021 წლის მესამე მონაცემებზე ორჯერ მეტია. სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს, მათ შორის, პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ასევე, ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის გასაზრდელად ქვეყანაში მაღალი ეფექტიანობისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით აღჭურვილი თბო ელექტრო სადგურების მშენებლობის საკითხები. იმსჯელეს ასევე ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზადყოფნის საკითხთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა განიხილეს აჭარაში ციტრუსის რთველის მიმდინარეობის პროცესიც.
