ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს
ბელგიაში ევრო პარლამენტის ვიცე პრეზიდენტი ევა კაილი და კიდევ ოთხი პოლიტიკოსი დააკავეს, რომლებსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. საუბარია სპარსეთის ყურის ერთერთი ქვეყნის, სავარაუდოდ, კატარის მცდელობებზე, ქრთამის სანაცვლოდ ევრო პარლამენტში გავლენა მოეპოვებინა და საკუთარი ინტერესები გაეტარებინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და 600 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული.
