რუსთავის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება
რუსთავში საახალწლო სოფლის გახსნისთვის ემზადებიან. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რუსთავის თავისუფლების მოედანზე, დღეს საღამოს 8 საათზე აინთება. დღეიდან 1 იანვრის ჩათვლით საახალწლო სოფელი თითქმის ყოველ დღე ახალი პროგრამით უმასპინძლებს სტუმრებს. 6 იანვარს, საშობაოდ, კი შობა ახალ წელს რუსთავისთვის ,,ქართული ხმები“ და ჯგუფი ,,რეგიონი“იმღერებენ.
