კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მეორე ნაკადს მასპინძლობს. უნივერსიტეტის წარმომადგენლები საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების ოთხ დღიან კურსს გადიან.
