საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა
2023 წლის დასაწყისში ქუთაისში 320 დევნილ ოჯახს ახალ ბინებს გადასცემენ. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ.
