პრემიერ-მინისტრის განცხადება
1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია ამას პატივი სცეს.
