თეა წულუკიანის განცხადება
„ჩვენ ვიხილეთ სრულიად გაუგონარი, ეგრეთ წოდებული, დვიჟოკების აჟიოტაჟი, რომელიც გაუთვიცნობიერებულმა ადამიანებმა წამოიწყეს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ გუშინ საფუძვლიანი განცხადება გააკეთა, რომ ამ სიმძლავრის გენერატორები საქართველოს არ აქვს. როგორც თეა წულუკიანი ამბობს, სწორედ ამიტომ პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამის აღჭურვილობას სახელმწიფო თანხებით შეიძენენ და უკრაინას გადასცემენ.
