ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს
სკანდალი ევრო პარლამენტში. ევრო დეპუტატი საბერძნეთიდან ევა კაილი, რომელიც ევრო პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა, ბელგიაში დააკავეს. ის კორუფციულ გარიგებაშია ეჭვმიტანილი, რომელიც კატარის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს უკავშირდება. მასთან ერთად ბელგიის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ კიდევ ოთხი პირი დააკავა. გამოძიება დაწყებულია ბელგიელი ევრო დეპუტატების, მარი არენასა და მარკ ტარაბელას წინააღმდეგაც. ეჭვმიტანილთა ოფისებსა და სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია 600 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული, კომპიუტერები და ტელეფონები. კორუფციული სკანდალის გამო ევა კაილი პარტია „პასოკიდან“ უკვე გარიცხეს. წინასწარი გამოძიებით, ეჭვმიტანილებს კატარის ლობირების სანაცვლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ქრთამი აქვთ მიღებული. კატარი ხმაურიან სკანდალში 2011 წელს გაეხვა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანამ 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობა იყიდა. კატარის ხელისუფლებამ ბრალდება თავიდავნე კატეგორიულად უარყო.
