სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემოქმედებითი საღამო გამართა. კონცერტი კათოლიკოს პატრიარქის, აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი დაესწრო. საღამოზე მგალობელთა გუნდისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების ცერემონიაც გაიმართება.
