თბილისის მთავარი ნაძვის ხე
თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო, დედაქალაქის ყველა უბანი, კი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო. მან თბილისელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მოსახლეობას მშვიდობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
