საკვები პროდუქტებით დახმარება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტების დახმარების მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს, სასურსათო პროდუქტების ნაკრები გადასცა. პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია ადგილზე გაეცნო.
