თანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განვითარებისა და პროფესიული კადრების აღზრდაზე, ასევე კვლევისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე ისაუბრა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე. მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმება და განახორციელდება სასწავლო პროექტები, სამუშაო შეხვედრები, სასწავლო ღონისძიებები, თემატური სემინარები, კონფერენციები, დისკუსიები და ტრენინგები. ასევე, შესაძლებელია, ერთობლივი სახელმძღვანელოებისა და სხვადასხვა სახის პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება.
