თანამშრომლობის მემორანდუმი
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სთრეთიჯ ისთს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სთრეთიჯ ისთი ოფიციალურად იწყებს აიტი ტრენინგების პროექტს. პროგრამა ამ ეტაპზე საქართველოს 5 რეგიონში განხორციელდება და საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდა გადამზადდება, რომლებიც მიიღებენ განათლებას და პრაქტიკულ უნარ ჩვევებს აიტი მიმართულებით, შემდგომ. კი დასაქმდებიან სხვადასხვა კომპანიაში.
