ქუთაისის რაიონული სამსახურის შენობის რეაბილიტაცია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ქუთაისის რაიონული სამსახურის შენობის სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის რაიონულ სამსახურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ექნება. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
