ილია იაშინს პატიმრობა მიესაჯა
მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, იაშინს გათავისუფლების შემდეგ ვებ გვერდების ადმინისტრირება 4 წლით აეკრძალება. მისი ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. იაშინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მან თავისი იუთუბ არხის პირდაპირ ეთერში უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ისაუბრა.
