ამერიკის დახმარება უკრაინაის
ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტი დაამტკიცა. სამხედრო დახმარება „ჰაი მარსის“ სისტემებისთვის საჭირო საბრძოლო მასალებს, 155 მილი მეტრიან 80 ათასამდე ჭურვს, დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, ასევე, მაღალი გამავლობის სამედიცინო დანიშნულების მანქანებს მოიცავს. შეერთებული შტატებისგან უკრაინა 150 გენერატორსაც მიიღებს.
