ენერგოკრიზისი უკრაინაში
უკრაინის მოსახლეობას ზამთარში ელექტრო ენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში მოუწევს ცხოვრება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეისათვის ენერგო სისტემაში არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ელექტრო ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი კვლავ რჩება. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია ქვეყანაში არსებული ყველა თბო სადგური და ჰიდრო ელექტრო სადგური, ასევე, მაღალი ძაბვის ქსელების 40 პროცენტი.
