ომი უკრაინაში
დონბასში მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტები ძალების კონცენტრირებას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ახდენენ. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინულ და რუსულ პოზიციებს შორის დისტანცია 100-ს მეტრს აღარ აღემატება. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საოკუპაციო ძალები ბახმუტის აღებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, მასირებული დაბომბვის შედეგად ბახმუტი პრაქტიკულად მიწასთან არის გასწორებული.
