საპატრიარქოს განცხადება
საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. ამასთან, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ილია მეორის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან სტუმრების მიღება, ზოგადად, არ იგეგმება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
