"ისლამური სახელმწიფოს" წევრის საქმე
ცისკარა ტეხოშვილს იმავე ემირ ისას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ბრალი წარედგინა. ბრალდებული კონტრ-ტერორისტულმა ცენტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 დღის წინ დააკავა. ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა საქართველოდან 2015 წელს წავიდა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა.
