დეზინფორმაცია და ტყუილების ტირაჟირება
დეზინფორმაცია და ტყუილების ტირაჟირება - ნაციონალური მოძრაობა ისევ პროვოკაციების მოწყობით არის დაკავებული. ამჯერად , ამისთვის მისივე აქტივისტი, გიორგი ფარცვანია გამოიყენა. ეს ის ფარცვანიაა, რომელიც წარსულში, სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებისთვის იყო ბრალდებული. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გავრცელა ცნობა, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამავე მედიამ, ვითომდა ამის დამადასტურებელი ეგრეთ წოდებული სქრინებიც გამოაქვეყნა. სინამდვილეში კი , როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ნაცმოძრაობის აქტივისტმა პარტიული დავალება შეასრულა, მამუკა მდინარაძეს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მდინარაძისგან ანალოგიური პასუხი მიიღო, მიმოწერა კი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით გამოქვეყნდა
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
