ქართველი ხალხის დახმარება უკრაინელ ხალხს
ქართველი ხალხის დახმარება უკრაინელ ხალხს. ომში მყოფი ქვეყნის მოსახლეობისთვის, საქართველოს მთავრობა გენერატორებს შეიძენს და უკრაინაში გააგზავნის. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. შესაბამისი განკარგულებაც გაცემულია. შესყიდვების განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს დაევალა. შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ყველაზე დიდი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და მის მოქალაქეებს.
