სააკაშვილის სასამართლო გადაიდო
14 დეკემბერი 11:00 საათი - ამ დღეს მოსამართლის, გიორგი არევაძის ხელმძღვანელობით, მხარეები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობებზე იმსჯელებენ. საუბარია ექსპრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხზე. დღევანდელი სხდომის გადადების ერთ - ერთ მთვარ არგუმენტად, მოსამართლის მხრიდან დაცვის მხარის შუამდგომლობა მოიყვანეს, რომელიც პროცესზე ექსპრეზიდენტის საავადმყოფოდან ჩართვას გულისხმობს, ასევე გადადების მიზეზად, საქმის მასალების გაცნობაც დასახელდა.
