საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი დეპუტატებთან ერთად, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი დეპუტატებთან ერთად, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. განხილვის თემას წარმოადგენდა მედიაში არსებული სიძულვილის ენა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. მიზანი კი, ახალგაზრდებისთვის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებისა და მედიის პროფესიული რეგულირების შესახებ ინფორმაციის გაცნობა იყო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონპროექტში დაგეგმილ ცვლილებებსაც.
