მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოს შეობასთან აქცია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოს შეობასთან აქცია გაიმართა, სადაც ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება მოითხოვეს. შეკრებილთა განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ მოსამართლე არევაძე, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
