მმართველი პარტიის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით, ამავე პარტიის აქტივისტმა გიორგი ფარცვანიამ, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა
მმართველი პარტიის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით, ამავე პარტიის აქტივისტმა გიორგი ფარცვანიამ, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა. ქართული ოცნება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, ვერსიას დეზინფორმაციას უწოდებს და მიმოწერის ამსახველ სრულ მასალას აქვეყნებს. "ოცნების" ინფორმაციით, მედიასაშუალება განაგრძობს ტყუილების ტირაჟირებას და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რეალურად კი, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული სქრინები მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტი იყო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი ფარცვანიამ პარტიული დავალება შეასრულა, მამუკა მდინარაძეს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მდინარაძისგან ანალოგიური და ადეკვატური პასუხი მიიღო.
