პრემიერ-მინისტრი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ტოდ ბაიერმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრაზე ბლუმბერგის გლობალურმა დირექტორმა კამპანიის „ ეი ფლიჟერ დუინგ ბიზნესის „ შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა. კამპანიის ფარგლებში მომზადდა საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლი და ასევე დაიგეგმა მარკეტინგული კამპანია, რომლის ფარგლებშიც მილიონობით ადამიანმა გაიგაო საქართველოში არსებული არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“, მთავრობასთან თანამშრომლობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს რეგიონულ ჰაბად პოზიციონირებას საერთაშორისო მედიაკამპანიების საშუალებით უწყობს ხელს.
