ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ევროპის სამშვიდო მექანზიმით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება მიმართული. საქართველომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გასაძლიერებლადა უკვე მეორედ მიიღო.
