თბილისში საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში გადადის
თბილისში საახალწლო სამზადისი, აქტიურ ფაზაში გადადის . დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ცენტრალური ნაძვის ხე დღეს საღამოს, 8 საათზე აინთება და საახალწლო ილუმინაციები დედაქალაქის ყველა მთავარ ქუჩას გაანათებს. ღონისძიებაზე სტუმრები, საახალწლო მუსიკას ცნობილი მუსიკოსების შესრულებით მოუსმენენ . პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი ღონისძიების რეპეტიციას, თბილისის მერი მოადგილესთან ერთად დაესწრო.
