ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის 2 მილიარდი ევროთი გაზრდას აპირებენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის 2 მილიარდი ევროთი გაზრდას აპირებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ და „ბლუმბერგი“ ავრცელებენ. „მშვიდობის ევროპული ფონდის“გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სავარაუდოდ 12 დეკემბერს მიიღებენ, რასაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. „მშვიდობის ევროპული ფონდიდან“ უკრაინას დღემდე 3 მილიარდ ევროზე მეტი აქვს მიღებული.
