ამერიკის კონგრესმა კანონი დაამტკიც, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების ფედერალურ აღიარებას მოემსახურება
გადაწყვეტილებას მხარი კონგრესის ქვედა პალატაში 258 კონგრესმენმა დაუჭირა, 169 კი წინააღმდეგ გამოვიდა. კანონი უკვე დამტკიცებული აქვს სენატს. ამიტომ, მის ამოქმედებას მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალური სტატუსის დასაცავად, კანონის მიღება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ ამერიკის უმაღლესი სასამართლო, სადაც უმრავლესობაში კონსერვატორი მოსამართლეები არიან, მზადაა, გადახედოს 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ერთნაისქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა.ახალი კანონი მისცემს საშუალებას ფედერალურ მთავრობას და შტატებს, აღიაროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ ის იმ შტატებში გაფორმდა, სადაც ასეთი ქორწინება ლეგალურია.
