ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტს, რომლის მოცულობაც 858 მილიარდი დოლარით განისაზღვრა
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტს, რომლის მოცულობაც 858 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. აქედან 800 მილიონი უკრაინის დასახმარებლად გამოიყოფა. ეს 500 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია 2022 წლის დასაწყისში უკრაინისთვის ითხოვდა. დოკუმენტი დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნა.
