რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა არის საპასუხო ქმედება უკრაინის დარტყმებზე
რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა არის საპასუხო ქმედება უკრაინის დარტყმებზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. პუტინის თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა პირველმა უკრაინამ დაიწყო, როდესაც იერიში ყირიმის ხიდსა და სხვა ობიექტებზე მიიტანა.
