ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალური მიგრაციის ორგანიზება
მედიის ცნობით, პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავეს , მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე, მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. 15 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
