ომის 289-ე დღე
ომის 289-ე დღე. უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. მძიმე ბრძოლებია ბახმუტთან, რომლის მიმართულებითაც, რუსები ძირითადი ძალების კონცენტრაციას ახდენენ, თუმცა ქალაქის აღებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. პარალელურად, საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ბომბავს. გვიან ღამით სარაკეტო დარტყმა ხარკოვის დასახლებულ რაიონზე განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მანამდე ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს, ჟიტომირისა და დონეცკის დასახლებული რაიონები და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს.
