მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების შუამდგომლობაზე სასამართლოში მსჯელობა დღეს დაიწყება
მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების შუამდგომლობაზე სასამართლოში მსჯელობა დღეს დაიწყება. სხდომა პირველ საათზეა დანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ადვოკატების შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, ნაციონალურ მოძრაობაში უკვე აქვთ შემუშავებული კონკრეტული გეგმა თუმცა დეტალებს ამ დრომდე არ ასაჯაროებენ . მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნაცმოძრაობის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანაა.
