რა შემთხვევაში დაკარგავს საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას
რა შემთხვევაში დაკარგავს საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას - კანონმდებლობაში გაკეთებული ჩანაწერი კიდევ ერთხელ განმარტა ქართული ოცნების თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ პირი კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა ამ დროს სახეზეა კანონთან შეუსაბამობა. ამ თემაზე საუბრის დროს მმართველი გუნდის თავმჯდომარემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
