"მართვეს" და "რუსთავის" ერთობლივი კონცერტი
9 დეკემბერს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ქართული ფოლკლორის სხვადასხვა თაობის შემსრულებლები მსმენელის წინაშე ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებიან. ანზორ ერქომაიშვილის ერთ-ერთ საავტორო სიმღერას, კი „მართვე“ და „რუსთავი“ ერთად შეასრულებენ.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
