კონფლიქტის მხარედ საქართველოს დაფიქსირების მცდელობა
იარაღის, საბრძოლო მასალისა და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის მიწოდება უკრაინისთვის - ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური ბოლო რამდენიმე დღეა, ანდრეი კასიანოვის განცხადების შემდეგ გახდა. უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს სოლიდარობას უწუნებს და ქვეყნისგან სამხედრო დახმარებას პირდაპირ ითხოვს. კასიანოვი იქვე დასძენს, რომ 2008 წელს, ომის დღეებში საქართველოს იარაღი გადასცეს, თუმცა ფაქტები სულ სხვას ამბობს. უკრაინის რადის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, უკრაინამ ჩვენს ქვეყანას იარაღი მიჰყიდა ომამდე და ეს ორ მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. კიდევ ერთი დეტალი, შეიარაღების სახეობებიდან გარკვეულ ნაწილს საქართველომდე არც კი მოუღწევია, ნაწილს კი საექსპლუატაციო ვადა უკვე გასული ჰქონდა. უკრაინელი დიპლომატის საჯარო განცხადება ბადებს კითხვას, არის თუ არა ეს მცდელობა, რომ საქართველო ომში დაფიქსირდეს, როგორც მხარე? მმართველ გუნდში კასიანოვის სიტყვებს არამეგობრული უკვე უწოდეს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
