ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობა გაიშიფრა
ოპოზიციის რადიკალური ფრთის ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, თითქოს დეზინფორმაციაა, რომ გარკვეული პირები კოორდინაციას უწევენ უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი "ქრონიკასთან" საუბრისას აბათილებს. ის პირდაპირ ადასტურებს, რომ ჩართულია საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირების პროცესში. არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. უკრაინაში ქართული ლეგიონის წარმომადგენლები მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ისინი უკრაინის შეარაღებულ ძალებში ჩაირიცხებიან და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. როგორც აღმოჩნდა, უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს ამის შესახებ არ აფრთხილებენ. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ ისიც განმარტეს, რომ მოხალისეების სულისკვეთება ეჭვქვეშ არ დგას და კითხვები მხოლოდ ორგანიზატორებთან
