დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლოს
დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლოს? პატიმარი „ვივამედიდან“ წერილს აგზავნის და სხდომაზე დასწრების სურვილს გამოთქვამს. რადიკალური ოპოზიცია ხვალინდელ სასამართლოს განსაკუთრებით ელის. დღეს ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის ტრიო ყოფილ პარტიაში მივიდა და ასევე ყოფილი თავმჯდომარის გამოხსნის გზებზე მოქმედ "ნაციონალებთან" იმსჯელა. მათი მოსაზრებით, სააკაშვილი, რომელიც მართლმსაჯულებამ რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე დამნაშავედ ცნო, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდეს.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
