იურიდიული კომიტეტის სხდომა - რადიკალური ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი
საარჩევნო რეფორმა - ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებულია - მეორე მოსმენა და განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიცია ბოიკოტს განაგრძობს. თუმცა საარჩევნო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტებში ცვლილებების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები მმართველ გუნდს ინდივიდუალურად მაინც შეხვდნენ. კოლეგა ოპოზიციონერებისთვის რადიკალური ფრთის ქმედება არაგულწრფელობის მანიშნებელია.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
