"სუსმა" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცისკარა ტოხოსაშვილი, იგივე ემირი ისა დააკავა
ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება საქართველოს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.
